ბელორუსში ეძებენ მკვლელს, რომელიც ძალიან ჰგავს პუტინს (ვიდეო)

დამოუკიდებელი ბელორუსული მედიის ცნობით, მინსკის მილიცია აქტიურად ეძებს მკვლელს, რომელიც სადარბაზოებში ძარცვის მიზნით კლავს პენსიონერებს და რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქალაქის მასშტაბით უკვე გავრცელებულია დამნაშავის ფოტორობოტი. გარდა სახის ნაკვთებისა, რომლითაც დამნაშავე ჰგავს რუსეთის პრეზიდენტს, მისი სიმაღლეც თვითმხილველთა გადმოცემით, არ აღემატება 170 სანტიმეტრს. რაც შეეხება ასაკს, აქ პუტინთან შედარებით აშკარად სხვაობაა, რამეთუ თვითმხილველები აღწერენ 30 წლამდე მამაკაცს. დამნაშავეს, რომელმაც უკვე მოასწრო დანით რამდენიმე პენსიონერის მოკვლა, დაპატიმრების შემთხვევაში, ბელორუსული კანონმდებლობით სადილით დასჯა (დახვრეტა) ემუქრება.

https://youtu.be/0XyJ2xYwiS4

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიააშშ-მ თურქეთი გააფრთხილა