ბელორუსმა ბოინგის იძულებითი დაბრუნების გამო უკრაინას პროტესტი გამოუცხადა

1ბელორუსმა “ბელავიას” ბოინგის იძულებითი დაბრუნების გამო უკრაინას პროტესტი გამოუცხადა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საქმეების დროებითი რწმუნებული ვალერი ჯიგუნი დაიბარა საპროტესტო ნოტის გადასაცემად.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი Boeing 737-800, რომელიც ბელორუსის “ბელავიას” ეკუთვნის, კიევის აეროპორტ “ჟულიანში” აფრენიდან მალევე დააბრუნეს. უკრაინის სახელმწიფო დაწესებულება “უკრაერურხ”-ის დისპეტჩერმა ბრძალება გასცა, თვითმფრინავი სასწრაფოდ დაებრუნებინათ უკან, წინააღმეგ შემთხვევაში, დაემუქრა, რომ ავიაგამანადგურებლებს გააგზავნიდა – გუშინ “ბელავიამ” გაავრცელა .

დისპეტჩერის ბრძანება ეკიპაჟმა ბელორუსის საჰაერო სივრცემდე 50 კმ-ში მიიღო. მის ბორტზე 136 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
თვითნფრინავის დაშვების შემდეგ, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ბორტიდან სომხეთის მოქალაქე ჩამოიყვანეს, შემდეგ კი ბოინგს გაფრენის უფლება მისცეს.
ავიაკომპანიის ცნობით, სომხეთის მოქალაქე რამდენიმე საათის შემდეგ უკრაინელმა სპეცსამსახურებმა გაანთავისუფლეს.
უკრაინული მხარე, მომხდარზე, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

banner
წინა სტატიაშიპირველი ტურის მოსაგებად ხმების რაოდენობა არცერთ კანდიდატს არ ჰყოფნის
შემდეგი სტატიაცეესკო: მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება