ბელორუსი უკვე არ არის „ევროპის ბოლო დიქტატურა”- ლუკაშენკოს დიპლომატიური წარმატებები

არავინ ჩვენი ტერიტორიიდან არასდროს შეუტევს უკრაინასამ ბოლო დროს, ბელორუსის პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულება მსოფლიო საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფთიდან დადებითისკენ შეიცვალა. თუ რით არის ეს გამოწვეული, ამის შესახებ თავის აზრს გამოთქვამს სტრატეგიული და საგარეო პოლიტიკის კვლევების ცენტრის (მინსკი) დირექტორი არსენი სავიცკი.

უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე, ჩვენ თვალს ვადევნებდით დიპლომატიურ განმუხტვას მინსკსა დადასავლეთის ქვეყნებს შორის.
უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებული იყო ბელორუსის სამშვიდობო და დიპლომატიური ძალისხმევის აღიარებასთან, რომელიც მიმართული იყო უკრაინის კრიზისის დარეგულირების და შესაბამისად,ეუთოს ჯგუფისა და ნორმანდიული ფორმატის შეხვედრებისთვის მოსალაპარაკებელი მოედნისორგანიზებაში.
გარდა ამისა, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე, მინსკმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა არა მხოლოდ უკრაინის კრიზისის კონტექსტში, არამედ რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთევროპის რეგიონის სტაბილურობისთვის. ეს პოზიციაც დადებითად იქნა მიღებული დასავლეთის პარტნიორების მხრიდან.
საერთაშორისო საზოგადოება დღეს ბელორუსს სულ უფრო მეტად აღიქვამს, მათ შორის მის დასავლეთში, როგორც რეგიონალური სტაბილურობის და უსაფრთხოების დონორს, და არა როგორც „ევროპის ბოლო დიქტატურას“, როგორც ეს ცოტა ხნის წინათ იყო.
საბოლოო ჯამში,ბელორუსმა წარმატებით შეძლო უკრაინულ კრიზისთანდაკავშირებით თავისი სამშვიდობო პოზიციის, ასევედასავლეთსა და რუსეთს შორის ე.წ. „ცივი ომის“ კონტექსტში სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის კონვერტირება დასავლეთის ქვეყნებთან ნორმალიზაციის რესურსში. ბელორუსმა ასევე მიაღწიათავის მიმართ ყურადღების გაძლიერებას ჩინეთის მხრიდან.
ამასთან, ამ პროცესების დასაწყვებად, მინსკი დათანხმდა, შეესრულებინა მთელი რიგი ტექნიკური პირობები, დასავლეთის პარტნიორებთან გარკვეული კომპრომისების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გამოუშვეს ექვსი პიროვნება, რომლებსაც ბრიუსელში და ვაშინგტონში პოლიტიკურ პატიმრებად თვლიდნენ.
ამასთან, პრეზიდენტის ბოლო არჩევნები ბელორუსის ხელისუფლებამდასავლეთისთვის მინიმალური მოლოდინების შესაბამისად ჩაატარა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილმა ნიადაგი მოამზადა იმისთვის, რომ ჯერ ევროკავშირს შეეჩერებინა პერსონალური და ეკონომიური სანქციების მოქმედება ოთხი თვით, ხოლოშემდეგ ვაშინგტონს გაეყინა ეკონომიური სანქციები ნახევარი წლით.

რასაკვირველია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არსებობს მთელი რიგი პრეტენზიები ბელორუსში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, ბელორუსი ამ მხრივ, ნამდვილად არ არის წამყვან პოზიციებზე.
დასავლეთში თანდათან დაიწყეს ამის გააზრება, და დღეს უკვე არ იყენებენ ბელორუსის ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, როგორც ეს ადრე იყო.
ამასთან, დასავლეთი განიცდის რა ზეწოლას აღმოსავლეთ ევროპისგან უკრაინის კრიზისის გამო და მეორეს მხრივ, ახლო აღმოსავლეთში სირიის კოფლიქტის გამო, მისთვის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა ბევრად პრიორიტეტულია, ვიდრე ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ბელორუსში დემოკრატიული ინსტიტუტების პრობლემებთან.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები შეუჩნეველი რჩებათ. მთავარი ის არის, რომ ეს არ წარმოადგენს ბარიერს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, როგორც ადრე იყო. უფრო მეტიც, მინსკი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ამ პრობლემების გადასაწყვეტად, გამართოს კონსულტაციები ბრიუსელთან და ვაშინგტონთან.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის ოლქიდან ნატოს ქვეყნებში – კონტრაბანდული გზით
შემდეგი სტატიადევიდ კემერონი ფრანსუა ოლანდს ტერორისტებთან ბრძოლაში დახმარებას დაპირდა