ბელიზიდან აფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი ფლორიდაში ავარიულად დაეშვა

ბელიზიდან აფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი ფლორიდაში, სარასოტა-ბრადენტონის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

თვითმფრინავ Eagle 8-ს ბელიზიდან აფრენისას საბურავი მოძვრა. პილოტმა ამის შესახებ მალევე შეიტყო, თუმცა, ჩათვალა, რომ ფლორიდამდე ფრენას უსაფრთხოდ შეძლებდა.

პილოტმა სარასოტას აეროპორტის საკონტროლო პუნქტთან კიდევ გადაამოწმა, აკლდა თუ არა საბურავი, რაც მას დაუდასტურეს. ამის შემდგომ, მან საწვავის დასახარჯად აეროპორტის გარშემო იფრინა, შემდეგ კი დაეშვა.

აეროპორტში მობილიზებული იყვნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

https://youtu.be/yLQqkI-1VDM

banner
წინა სტატიაშისოხუმის მერი ცდილობს იტალიაში იპოვოს მხარდაჭერა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს