ბელგიური მედია ქვეყანაში დაგეგმილ ტერაქტზე საუბრობს

55ბელგიური RTBF ავრცელებს ინფორმაციას , რომ ბელგიაში, “ისლამური სახელმწიფო” სავარაუდოდ, ტერაქტისთვის ემზადება.
ჟურნალისტები ამ დასკვნამდე აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ მივიდნენ, რომელზეც ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, ფრანგი რაშიდ კასსიმი, რომელიც ნორმანდიელი მღვდლის მოკვლაშია ეჭვმიტანილი, “შეტევამდე ძმებთან მსჯელობს” ვიდეოგადაღებაზე. ჩანაწერში არ ჩანს ვინ და სად ამზადებს თავდასხმას.
საუბრისას ბოევიკი ბელგიელს, მეტსახელად ელ-ბელგიკი აბუ ისლაიმს ახსენებს, რომელიც მედიის ცნობით სირიაში 2014 წელს წავიდა. მისი სახელის ხსენების გამო, ბელგიური მედია არ გამორიცხავს ქვეყანაში ტერაქტის განხორციელებას.

banner
წინა სტატიაშიქურთებმა თურქების სატანკო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს
შემდეგი სტატიაპეტერბურგში ჩამოვარდა სამშენებლო ამწე, რომელზეც მუშები იმყოფებოდნენ