ბელგიის ვაგზალ შარლერუა-სამხრეთის მგზავრების ევაკუაცია მოხდა

ბელგიის რკინიგზის სადგურ შარლერუა-სამხრეთის მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას – Le Soir-ი ავრცელებს.

ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება სადგურზე საეჭვო პაკეტის აღმოჩენის შემდეგ იქნა მიღებული.

ბელგიის რკინიგზის სამმართველოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ რაიონში მატარებლების მიმოსვლა დროებით შეჩერებულია.

ქალაქი შარლერუა ბრიუსელიდან 50 კილომეტრში მდებარეობს და მნიშვნელოვან სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს. ბელგიის საზოგადოებრივ ადგილებში და ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომები 22 მარტის ბრიუსელის ტერაქტების სერიის შემდეგ გაძლიერდა.

შეგახსენებთ ბელგიის ტერაქტს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  350 კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიvideo-ქართველი “კანონიერი ქურდების” საქმეები
შემდეგი სტატიაგანმუხურის სანაპირო ზოლი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია გაიყიდა