ბელგიის სპეცსამსახურები ქვეყანაში შესაძლო ახალ ტერაქტებზე საუბრობენ

ბელგიის სპეცსამსახურების ხელმღძვანელმა, იან რაესმა ქვეყანაში ახალი ტერაქტები არ გამორიცხა – სააგენტო „ბელგა“ ავრცელებს.
„გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ, რომ შეტევები (ტერორისტების მხრიდან), იქნება მეტი“ – განაცხადა მან.
ამასთანავე, რაესმა აღნიშნა, რომ, შესაძლებელია, ძალადობები განხორციელდეს ბელგიელი ნაციონალისტების მხრიდან. „ჩვენ ვერ დავრჩებით ბრმები“ – განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ბრიუსელში, აერპორტსა და მეტროში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ტერაქტების სერია მოეწყო, რომელსაც 35 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 300-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო უწყება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას მიესალმება
შემდეგი სტატიაSky News-მა განაცხადა რომ სირიის ხელისუფლება და „ისლამური სახელმწიფო“ თანამშრომლობენ