ბელგიის სასტუმროს დირექტორი საპირველაპრილო ხუმრობისთვის დააკავეს

ბელგიის ქალაქ შარლერუას სასტუმროს მეპატრონე პოლიციამ სულელური საპირველაპრილო ხუმრობისთვის დააკავა – ბელგიური DH.be წერს.
მან თავისი მეგობრის გათამაშება გადაწყვიტა და მას ტელეფონზე შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლად აიყვანა. მეგობარმა ხუმრობა ვერ გაიგო და მაშინათვე დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. სამართალდამცველები სასტუმროში ოპერატიულად გამოცხადდნენ. პოლიციელებმა წარუმატებელი ხუმრობის ავტორი მაშინათვე დააპატიმრეს, მაგრამ საქმეში გარკვევის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა, მას სავარაუდოდ, დიდ ჯარიმას დააკისრებენ.
22 მარტის ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ბელგიის პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

banner
წინა სტატიაშისაუდის პრინცმა ნავთობზე ფასები გაანადგურა
შემდეგი სტატიაგაზის გაჟონვის შედეგად, 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა