ბელგიის პროკურატურამ ბრიუსელის ტერაქტის მონაწილეს ბრალი წაუყენა

ბელგიის პროკურატურაბელგიის პროკურატურამ ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი წაუყენა – Reuters-ი წერს.
პროკურატურა ფეისალ შ-ს ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობისა და ტერორიზმის მიზნით მკვლელობებში სდებს ბრალს. მისი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა იარაღები და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
ბელგიური გაზეთის Le Soir-ის მონაცემებით, ფეისალ შეფოუ 24 მარტს ფედერალური პროკურატურის შენობასთან იქნა დაკავებული მანქანის შემოწმებისას. გამოცემა წერს, რომ ის არის ის მამაკაცი, რომელიც აეროპორტში დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ სხვა ორ თვითმკვლელთან ერთად. ისინი ტაქსის მძღოლმა ამოიცნო, რომელმაც სამივე ტერორისტი დილით მიიყვანა აეროპორტში.
Reuters-ი წერს, რომ ტერორისტული საქმიანობისა და ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობის ბრალდება ასევე წაუყენეს აბუბაქარ ა-ს და რაბახ ნ-ს.
ბრიუსელში ტერაქტები სერია 22 მარტს მოხდა, აეროპორტსა და მეტროში აფეთქებებს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 300-მდე დაშავდა.
მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა იდიოტიზმი უწოდა აშშ-ს გეგმას ერთდროულად ეომოს ასადს და ისლამურ სახელმწიფოს
შემდეგი სტატია(video) ასტანაში თვითმფრინავის ავარიული დაჯდომა მსხვერპლის გარეშე დასრულდა