(VIDEO) ბელგიის პროკურატურამ ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა

ბელგიის პროკურატურამ ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ჩანს. კადრებში ჩანს, როგორ ტოვებს თეთრ ქურთუკიანი და ქუდიანი მამაკაცი ზავენტემის აეროპორტს.გამოძიება ვარაუდობს, რომ თავდასხმების სერიაში ოთხი პირი მონაწილეობდა: სამმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, ერთმა კი მიმალვა შეძლო.

 

ბელგიის ფედერალური პროკურორი მოუწოდებს საზოგადოებას, თუკი ვინმე ფლობს ეჭვმიტანილის შესახებ რამე სახის ინფორმაციას, მიმართოს სამართალდამცველ ორგანოებს.

22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა მეტროსადგურში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 32 და დაშავდა 300-მდე ადამიანი. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახლმწიფომ” აიღო.

https://youtu.be/IpGQk60CPvU

banner
წინა სტატიაში„ვისოლმა“ და „გალფმა“ საწვავზე ფასები მკვეთრად გაზარდა
შემდეგი სტატიააშშ “პანამური დოკუმენტების” გამოქვეყნებასთან კავშირს უარყოფს