ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის ტერაქტების საქმეში ეჭვმიტანილი გაათავისუფლა

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის ტერაქტების საქმეზე დაკავებული ფეისალ. შ. გაათავისუფლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილის დასაპატიმრებლად საკმარისი მტკიცბეულებები არ აღმოჩნდა. პოლიცია აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე მესამე მამაკაცის ძებნას განაგრძობს.მანამდე ბელგიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარია ფეისალ შეფუზე – ახალგაზრდა ჟურნალისტზე, რომელიც აეროპორტის სათვალთვალო კამერებმა ორ თვითმკვლელ ტერორისტთან – იბრაჰიმ ალ-ბაკრაუი და ნაჯიმ ლაშროუისთან ერთად დააფიქსირა.

პროკურატურის ინფორმაციით ფეისალ შეფუს სახლში ჩატარებული ჩხრეკისას იარაღი არ აღმოჩნდა. მას ტერორისტულ საქმიანობაში ბრალი 26 მარტს წაუყენეს.შეფუ ერთ-ერთი იყო ბელგიაში, საფრანგეთსა და გერმნაიაში ჩატარებული რეიდების დროს დაკავებული 12 ადამიანიდან.

22 მარტს ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების სერიას 31 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა დასავლეთი მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაობამამ ერდორანს პირად შეხვედრაზე უარი უთხრა