ბელგიის ლეჟში თავდამსხმელმა წინა ღამით ციხის ნაცნობი მოკლა

მამაკაცმა, რომელმაც ბელგიის ქალაქ ლეჟში ცეცხლი გახსნა, თავდასხმის წინა ღამით მკვლელობა ჩაიდინა – ბელგიის შს სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს ბენჟამინ გერმანი ქვია, მან ყოფილი პატიმარი მოკლა, რომელსაც ციხიდან იცნობდა. როგორც იტყობინებიან, ეს თავდასხმის ადგილიდან 50 კილომეტრში მოხდა.

სროლის მსხვერპლი, რომელიც ბენჟამინ გერმანმა მოაწყო სამშაბათს ლეჟის ცენტრში, სამი ადამიანი გახდა, მათ შორის – ორი ქალი-პოლიციელი. მამაკაცი, რომელიც წინა დღეს ორი დღით იყო ციხიდან გაშვებული, პოლიციამ მოკლა. მას ნარკოტიკების გამო ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა და ციხიდან 2020 წელს უნდა გამოსულიყო. გამოძიება მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

რადგანაც მამაკაცი ნარკოტიკებზე იჯდა, ჯერჯერობით ექსპერტიზას არ დაუდგენია ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო თუ არა დანაშაულის ჩადენისას. გარდა ამისა, უცნობია, მისი მოქმედება იყო თუ არა ჩადენილი იმიტომ, რომ მას ციხეში დაბრუნების ეშინოდა.

ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, მამაკაცმა პოლიციელებს მიზანმიმართულად შეუტია. მომხდარის ერთ-ერთი ვერსიაა ტერორისტული აქტი – მამაკაცი სროლისას ყვიროდა “ალაჰ აკბარ”.
თავდასხმა სამშაბათს ქალაქის ცენტრში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციელებს დანით დაესხა თავს და ერთ-ერთი მათგანის იარაღით სროლა დაიწყო. გარდაიცვალა, ასევე 22 წლის შემთხვევითი გამვლელი, რომელიც იქვე მდგარი მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა.

ბელგიის მთავრობას მოუწევს პასუხი გასცეს შეკითხვას, რატომ გაუშვეს ციხიდან პატიმარი, რომელსაც რადიკალური შეხედულებები ჰქონდა. იუსტიციის მინისტრმა, რომელიც ციხეებს კურირებს, თქვა, რომ მომხდარის გამო პასუხისმგებლობას გრძნობს. “მთავარი საკითხია, შეიძლებოდა თუ არა მისი შვებულებაში გაშვება, რადგანაც მან სამი უდანაშაულო ადამიანი მოკლა” – თქვა მინისტრმა კოენ გინსმა. შს მინისტრმა კი თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატიმარს რადიკალური შეხედულებები ჰქონდა, დარწმუნებით არ შეიძლება იმისი თქვა, რომ მან თავდასხმა თავისი შეხედულებების გამო მოაწყო. პროკურატურა კი არ გამორიცხავს იმას, რომ გერმანის მიერ ყოფილი პატიმრის მკვლელობა შესაძლებელია ტერორისტულ ხასიათს ატარებდეს. ასევე, პროკურატურის ინფორმაციით, პატიმარმა ციხეში დაიწყო ისლამისტებთან ურთიერთობა და რადიკალური შეხედულებების შეძენა. ციხის ადმინისტრაციამ იცოდა, რომ ის “ისლამური სახელწმიფოს” მოწოდებების ინსტრუქციას სწავლობდა სხვადასხვა თავდასხმასთან დაკავშირებით.

ბელგიაში ტერორისტული საშიშროების მაღალი დონეა გამოცხადებული 2016 წლის 22 მარტის ტერაქტის შემდეგ, რომლის მსხვერპლი 32 ადამიანი იყო.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთში დოკუმენტების არ ქმონე მიგრანტების დახმარებისთვის ციხეში ჩასმას აპირებენ
შემდეგი სტატიაკიმ კარდაშიანი ტრამპს თავისი ბებია-ნარკომოვაჭრის შეწყალებას სთხოვს