ბელგიის გაზეთი ატომური ელექტრო სადგურის დაცვის მკვლელობისა და მისი საშვის გატაცების შესახებ წერს

ბელგიის გაზეთი ატომური ელექტრო სადგურის დაცვის მკვლელობისა და მისი საშვის გატაცების შესახებ წერს

atomiბელგიის ქალაქ შარლერუაში ატომური ელექტროსადგური „ტიანჟის“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იქნა მოკლული, ამის შესახებ დღეს გაზეთი Derniere Heure პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
შემთხვევა ხუთშაბათს საღამოს მოხდა, როცა მამაკაცი თავის ძაღლთან ერთად სეირნობდა. ინციდენტი მედიას არ შეუმჩნევია, მაგრამ გამოცემის წყარომ ახლა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამაკაცის მკვლელობის შემდეგ, მისი სამუშაო საშვი გაიტაცეს.
Derniere Heure აღნიშნავს, რომ 24 მარტს ტელეარხმა RTBF გაავრცელა ინფორმაცია, რომ ატომური ელექტრო სადგურის ადმინისტრაციამ საკუთარ 11 თანამშრომელს საშვი ჩამოართვა. ეს ბრიუსელში სალახ აბდესლამის (პარიზის ტერაქტის ორგანიზატორის) დაკავების შემდეგ მოხდა.
გაზეთის მონაცემებით, ატომური ელექტროსადგური ტერორისტების მორიგი სამიზნე იყო.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ბრიუსელში აფეთქებების სერია მოხდა, რომელსაც 32 ადამიანის სიცოცოხლე ემსხვერპლა. ასობით კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლომა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

„ტიანჟი“ ბელგიის ერთ-ერთი მსხვილი ატომური ელექტრო სადგურია „დულტან“ ერთად. ის 1975 წლიდან არის ექსპლოატაციაში და მოქმედებაში იქნება მინიმუმ 2025 წლამდე.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ბრიუსელის ტერაქტში მონაწილეობისათვისა ორი ეჭვმიტანილი დააკავეს
შემდეგი სტატიაამერიკელმა მესაზღვრეება გადაარჩინეს წყალქვეშა ნავი, რომლითაც 5 ტონა კოკაინი გადაჰქონდათ