ბელგიაში სამი ადამიანი მოკლეს, მათ შორის, ორი პოლიციელი და ერთი შემთხვევითი გამვლელი

ბელგიის ქალაქ ლეჟში ორი პოლიციელი მოკლეს – 29 მაისს ადგილობრივი მედია იუწყება. შეიარაღებულმა მამაკაცმა ადგილობრივი დროით 10.30 წუთზე (12.30 საქართველოს დროით) ქალაქის ცენტრში პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა და მიმალვა სცადა, თან ადგილობრივი სკოლის დამლაგებელი აიყვანა მძევლად. გამოცემა La Libre Belgique-ის ინფორმაციით, მამაკაცი ყვიროდა “ალაჰ აკბარს”.
პოლიციელების გარდა გარდაიცვალა იქვე მიმავალი მანქანის მგზავრი, კიდევ ორი პოლიციელი დაიჭრა. თავდამსხმელი, რომლის მოტივები ჯერჯერობით, უცნობია, ბელგიის სპეცრაზმმა გააუვნებელყო.
ბელგიის შსს-ს კრიზისების ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, შემთხვევის ადგილზე პოლიციელებს მუშაობაში ხელი არ შეუშალონ.

banner
წინა სტატიაში„დაემშვიდობე ბანკს“ – საქართველოში ფულის მართვის პირველი აპლიკაცია, სფეისი გამოჩნდა
შემდეგი სტატიასაქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს