ბელგიაში პოლიციელზე თავდასხმა კვალიფიცირებულია, როგორც ტერორიზმი

ბელგიაში პოლიციელზე თავდასხმა კვალიფიცირებულია, როგორც ტერორიზმი

7ბელგიის ფედერალურმა პოლიციამ გუშინ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი შეაფასა როგორც ტერორიზმი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია “ტერორისტული მკვლელობის მცდელობის” მუხლით – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის თანამშრომლებს დაესხა თავს ბელგიის შარლერუაში.
ორი სამართალდამცველი დაიჭრა. უცნობი თავდასხმის დროს “ალაჰ აკბარს” ყვიროდა. პოლიციელებმა მას საპასუხოდ ესროლეს. ის ცოცხალია

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ქერჩის ქუჩაზე გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს
შემდეგი სტატიაSky News-ის გამოძიებით უკრაინიდან ევროპაში დიდი რაოდენობით იარაღი გაედინება