ბელგიაში დაკავებულია 16 ადამიანი, მთავარი ტერორისტი კი – პოლიციას ორჯერ დაუსხლტა…

პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი გერმანიის მიმართულებით გადაადგილდება

ბელგიის ფედერალური პროკურორის ერიკ ვან დერ სიპტის განცხადებით ,,გასული დღის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის 19 რეიდის შედეგად დაკავებულია 16 ეჭვმიტანილი… თუმცა მათ შორის არაა პარიზელი ტერორისტი სალაჰ აბდესლამი. დაკავებულთა ჩხრეკისას არ ყოფილა ნაპოვნი ასაფეთქებელი ნივთიერებები და სერიოზული შეიარაღება,,

პროკურორმა ასევე აღნიშნა ერთი ინციდენტის შესახებ, რომელიც პოლიციის მხრიდან დაუმორჩილებელი ავტომობილის მძღოლის მიმართ ცეცხლის გახსნით დამთავრდა, ,,გაქცეული ავტომანქანა და მისი დაჭრილი მძღოლი, რომელსაც თან იარაღი არ ჰქონია… დაკავებულია,, აცხადებს ვან დერ სიპტი.

ევროპაში ამ დროისთვის ყველაზე საშიშ, ძებნნილ ტერორისტად მიჩნეული სალაჰ აბდესლამი, კვირას დილით ბელგიის პოლიციამ ქალაქ ლიეჟში შეამჩნია, თუმცა მისი დაკავება ვერ მოახერხეს…

გავრცელებული ინფორმაციით, 22 ნოემბერს სარამოს 19:30 საათისთვის პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი ბელგიის პოლიციის ოფიცერმა ქალაქ ლიეჟში BMW-ს მარკის ავტომანქანით შეამჩნია, თუმცა ლიეჟის პოლიციამ მისი გაჩერება ვერ შესძლო…. დაიგეგმა ოპერაცია, რომლის მიხედვითაც გერმანიის მიმართულებით E40  ავტომაგისტრალზე მიმავალი აბდესლამის დაკავება ბარშონის (Barchon)  მონაკვეთზე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა აბდესლამი იქაც დაუსხლტა სამართალდამცავებს, აცხადებს   The Telegraph-ი.

ტერორისტების ძებნისა და დაკავების ოპერაცია ბელგიაში ამ დრომდე გრძელდება.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში სპეცოპერაცია დასრულდა
შემდეგი სტატიავიცე-კონსული ადასტურებს, რომ თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს