ბელგია F-16-ებს აგზავნის “ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად

ბელგია „ისლამურ სახელმწიფოზე“ თავდასხმებს აღადგენს აშშ-ს მეთაურობით კოალიციის ოპერაციის ფარგლებში – ასეთი განცხადებით გამოვიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი, ავრცელებს DH.be.
„ნიდერლანდებთან შეთანხმების ფარგლებში ფ-16-ით
აღვადგენთ საკუთარ მისიას. ჩვენ პარლამენტსა და მთავრობაში დავიწყებთ დისკუსიას ოპერაციაში მანდატის გაფართოვების შესახებ“ – განაცხადა მიშელმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ კერთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე – ადგილობრივი მედია წერს.
მარტის დასაწყისში აშშ-მ ბრიუსელს ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობის გაფართოებასთან დაკავშირებით. ამერიკელებმა ბელგიელებს თვითმფრინავების რაოდენობის გაზრდა სთხოვეს იმ შემთხვევისთვის, თუკი სამეფო დარტყმების აღდგენას გადაწყვეტს მიმდინარე წლის 1 ივნისს.
ბელგია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ს კოალიციაში 2014 წლის 26 სექტემბერს შევიდა და ექვსი F-16-ი გამოყო.

banner
წინა სტატიაშიმერია თბილისში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას იწყებს
შემდეგი სტატიაAmnesty International-მა ადვოკატ გრობავსკის მკვლელების დასჯისკენ მოწოდება გააკეთა