ბელარუსში ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს

ბელარუსში დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს.

სპეცოპერაცია ქალაქ ბრესტში ჩატარდა.

დაკავებული 28 წლის მამაკაცი ჩეჩნეთის მცხოვრებია და მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილმა რუსეთი 2003 წელს დატოვა და ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთ ბანაკში მომზადებაც გაიარა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ტელეფონში რადიკალი ისლამისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეომასალებიც აღმოაჩინეს.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: ელისაშვილმა რაც თქვა, ეს არის ბინძური ცილისწამება, ტყუილი
შემდეგი სტატიაახალციხეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კონფერენცია გაიმართა