“ბეიზბოლის ბიტები” ჰქონდათ, შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ”

კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენმა კობა ტყეშელაშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“მოვისმინეთ მინისტრის განცხადება. საბედნიეროდ, არის ხალხი, რომლებმაც დაინახეს რა ხდებოდა რეალურად, როგორ პროვოკაციაზე მოდიოდნენ.

ქვების გროვა, “ბეიზბოლის ბიტები” ჰქონდათ.

ცუდია, რომ ეს მოხდა, მაგრამ ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, რომ შეურაცხყოფას, ქართველი ხალხის დამონებას არავის ვაპატიებთ. ჩვენ ის ქართველები ვართ, ვინც აფხაზეთის ომში ვიბრძოდით. 2012 წლიდან, “ქართული ოცნების” წევრი ვარ, ყოველთვის საჭიროდ ვთვლი, სადაც არის “ქართული ოცნება”, იქ ვიყო და ვიდგე ქართველი ხალხის გვერდით. აქ ჩემი ინიციატივით მოვედი.

პასუხს გავცემთ ყველაფერს. კორცხელში, პროვოკაცია უშუალოდ, ნიკა მელიასგან წამოვიდა, რომელიც ზონდერს გვიწოდებს. მაგრამ არის ფაქტები, სადაც ჩანს, რომ თავად არის პირველი ზონდერი. ზონდერები სახეს მალავენ, ჩვენ – არა”.

შეგახსენებთ, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.

“პირადად ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემთვის მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ის ემოციები, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტებში არსებობს, აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები. შს მინისტრი ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზო განცხადებებით და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

“უახლოეს დღეებში თუ არა საათებში მიმართავს შს სამინისტრო სასამართლოს, რათა გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

წყარო: www.pia.ge

banner
წინა სტატიაში,,შსს-თან სპორტსმენების გათავისუფლებას კახა კალაძის სიძე ითხოვს”
შემდეგი სტატიაუნდა დაისაჯონ თუ არა საარჩევნო უბანში არეულობის მოწყობის გამო “სპორტსმენები”?