BBC: საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდამჭერები 15%-ით გაიზარდა

bbc_news_logoსაქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, რომელბიც ევროკავშირთან ურთიერთობის მომხრე არიან, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე 15%-ით გაიზარდა – ამის შესახებ გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომელიც ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა.
მათი მონაცემებით, ადამაინების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიზანს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მხარს უჭერს, 61%-იდან 77%-მდე გაიზარდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით.
დიდი უმრავლესობა ასევე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მომხრეა. გამოკითხვის შედეგებით, რესპოდენტების 68% ალაინსის წევრობის მომხრეა, 19% კი – მოწინააღმდეგე.

გამოკიხვით ასევე დადგინდა, რომ რესპოდენტების 54% თვლის, რომ საქართველო დიდ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, ამასთანავე, გამოკითხულთა 27%-ის აზრით, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება უკეთესია.
ასევე, გამოკითხულთა 47% თვლის, რომ საქართველოსთვის რუსეთი საშიშროებას წარმოადგენს, სიაში რუსეთის შენდეგ დგას “ისლამური სახელმწიფო” – 8%, 7%-ის აზრით კი, საქართველოსთვის აშშ წარმოადგენს საშიშროებას.

banner
წინა სტატიაშინინო სურგულაძე “ოპერის ოსკარის” მფლობელი გახდა
შემდეგი სტატიასავჩენკომ მხარდამჭერ თერაპიაზე თანხმობა განაცხადა