” ბავშვთა სამყაროსთან” თბილისის მერი დავით ნარმანია მივიდა

“ბავშვთა სამყაროსთან” თბილისის მერი დავით ნარმანია მივიდა. ნარმანია ხანძრის ადგილს პირადად ათვალიერებს.

სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია, თუმცა მაშველები მუშაობას განაგრძობენ.

შემთხვევის გამო გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის გადაადგილება შეზღუდულია წერეთლის გამზირზე – დინამოს სტადიონიდან.

ძლიერი განძრის გამო შეჩერებულია “ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე პერიმეტრზე არსებული გარევაჭრობაც.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია მთლიანი სავაჭრო ცენტრი. დაზარალებულია ათობით მოვაჭრე.

banner
წინა სტატიაშიიაგლანდთან შეხვედრისას ოპოზიცია “რუსთავი 2”-ის საქმესა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრებს
შემდეგი სტატიაშსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო