“ბავშვთა სამყაროსთან” შსს-მ დაცვა გააძლიერა

“ბავშვთა სამყაროსთან” სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შსს-მ უსაფრთხოების ზომების გამო დაცვა გააძლიერა. არსებული ინფორმაციით, დამწვარი შენობის დემონტაჟი დღეს უნდა დაიწყოს, თუმცა დაზარალებული მოვაჭრეები დემონტაჟამდე შიგნით შესვლას ითხოვენ, რათა საკუთარი საქონლის გამოტანა შეძლონ. ექსპერტების დასკვნით კი , ბეტონის კონსტრუქციები შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს, ამიტომ შენობაში შესვლა სიცოცხლისთვის სახიფათოა.

წინასწარი ინფორმაციით შენობის დემონტაჟი იმ ნაწილიდან დაიწყება, სადაც ე.წ. ოქროს ბირჟა იყო განთავსებული. შენობის ამ ნაწილის მოხსნის შემდეგ მოხდება შენობაში შეყვანა და კუთვნილი ძვირფასი ნივთების გამოტანა. შენობის დემონტაჟს ეწინააღმდეგება სააქციო საზოგადოება “ბავშვთა სამყაროს” აქციონერების ნაწილი.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მაგნოლიას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულ სააგენტოში ყველის ეტიკეტირების სავალდებულო მოთხოვნები განიხილეს