„ბავშვთა სამყაროსთან“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა დამწვარ შენობასთან კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს.

პროტესტის უკიდურეს ფორმას ჯერჯერობით, მხოლოდ სამმა დაზარალებულმა მიმართა, თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, შიმშილობის დაწყებას სხვა მოვაჭრეებიც აპირებენ.

ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და ავეჭით მოვაჭრეები ხელისუფლებისგან დახმარებასა და კომპენსაციების მიღებას ითხოვენ.

ხანძარი შენობაში 30 იანვარს გაჩნდა. „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა.

ათეულობით დაზარალებული მოვაჭრე ზარალის ოდენობაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, თუმცა აცხადებენ, რომ ოქროს საცავები სწორედ აღნიშნულ შენობაში იყო განთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

დაზარალებული მოვაჭრეები ხანძრის განზრახ გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშილავროვი საკუთარ განცხადებებში პირდაპირ მიუთითებს,რომ ქართველ სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ რუსულ მხარესთან კავშირი – ტუღუში
შემდეგი სტატიაარც პრეზიდენტი, არც ომბუდსმენი, არ უნდა იყოს მხარე-ბესელია ე.წ. ციანიდის საქმეზე