„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები დამწვარ შენობასთან იკრიბებიან. ისინი კარვებს შლიან და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

ხანძარი შენობაში 30 იანვარს გაჩნდა. „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა.

ათეულობით დაზარალებული მოვაჭრე ზარალის ოდენობაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, თუმცა აცხადებენ, რომ ოქროს საცავები სწორედ აღნიშნულ შენობაში იყო განთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

დაზარალებული მოვაჭრეები ხანძრის განზრახ გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩაფიძის კლინიკაში მღვდელმთავრები მოინახულებენ
შემდეგი სტატიაროცა დავალაგებთ ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის, შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე-ლავროვი