„ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულმა მოვაჭრეემა თბილისის მერიის შენობაში შეჭრა სცადეს

„ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეემა თბილისის მერიის შენობაში შეჭრა სცადეს, ამის შესახებ საზოგადოებრივის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

დაცვის თანამშრომლებმა შენობაში მხოლოდ სამი მათგანი შეუშვეს. ისინი, სავარაუდოდ, მერის მოადგილეს შეხვდებიან.

თბილისის მერიასთან ”ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიის ბაზრობის მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი თბილისის მერ დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს.

მოვაჭრეების მთავარი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურება და ალტერნატიული ფართების გამოყოფაა. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მერია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შიმშილობას დაიწყებენ.

წყარო 1tv.ge

banner
წინა სტატიაში„ბავშვთა სამყაროს“ დაწვით, ივანიშვილის ოცნება ასრულდა – ნათელაშვილი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს აქტიურად ჩაერთოს „გაზპრომთან“ დაკავშირებულ პროცესებში