”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულებს შენობაში დღესაც შეუშვებენ

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში დღეს, დაახლოებით, 130 მოვაჭრეს შეუშვებენ.

ის პირები, რომლებიც ძირითადად, ვერცხლით ვაჭრობდნენ და თავიანთი ნაკეთობები დახლზე ელაგათ, 11:00 საათიდან დამწვარ შენობაში შესვლასა და საკუთარი ნივთების გამოტანას შეძლებენ.

მოვაჭრეთა ნაწილი სავაჭრო ცენტრში გუშინაც იმყოფებოდა. მათ ხანძარს გადარჩენილი ნივთების გამოტანა შეძლეს.

მათი თქმით, ნაკეთობები ფაქტობრივად განადგურებულია.

„ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, დამწვარია 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თაღლითობის ბრალდებით, სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიავასილ მაღლაფერიძე დღეს პრესკონფერენციას გამართავს