“ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ივანიშვილის რეზიდენციასთან კარვის გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეების თქმით, სურთ, რომ ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციები 24-საათიან რეჟიმში გამართონ, რათა ყოფილ პრემიერს შეახსენონ, რომ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ყურადღების გარეშე არიან დარჩენილი.