,,ბავშვი სკოლაში იმის ხათრით მაინც შემაყვანინეთ, რომ 1-ელ ოქტომბერს დაიბადა”

ბავშვი სკოლაში იმის ხათრით მაინც შემაყვანინეთ, რომ 1-ელ ოქტომბერს დაიბადა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სასკოლო ასაკის ხუთ წლამდე შემცირების თაობაზე დეპუტატ კობა სუბელიანის საკანონმდებლო ინიციატივას იხილავენ.
ამ მიმართულებით “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტს სუბელიანმა უკვე მეორედ შესთავაზა.
როგორც ვაშაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მისი როგორც მშობლის ინტერესია, რომ მან საკუთარი შვილი სკოლაში ხუთი წლის ასაკიდან შეიყვანოს.
“ჩემი მიზანია, ჩემი შვილი სკოლაში ბაღის მეგობრებთან ერთად შევიდეს და მას ისევ ბაღში სიარული არ მოუწიოს. საქმე განათლების მინისტრის სიჯიუტესთან გვაქვს. ამ კანონპროექტის მიუღებლობით საზოგადოებას ზიანს ვაყენებთ. როგორც მშობელს მსურს, რომ ჩემი 5 წლის შვილი სკოლაში შევიდეს. ბავშვი სკოლაში იმის ხათრით მაინც შემაყვანინეთ, რომ ის 1-ელ ოქტომბერს დაიბადა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი ირმა ინაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს
შემდეგი სტატია“ბოკერია პირადად ხარჯავდა ათეულობით მილიონს სააკაშვილის ლობიზმზე, ძალიან დიდი თანხაა გაცემული”