„ბავშვი არ გიჯერებთ“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომა გადაიდო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ნიკა მელია, აკაკი ბობოხიძე და სერგო რატიანი დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს დანიშნული ფრაქციის სხდომის გადადებას მოჰყვა. ნიკა მელიამ, რომელიც სხდომაზე დასასწრებად მივიდა, განაცხადა, რომ ფრაქციის სხდომისა და სასამართლო სხდომის, როგორც ჩანიშვნა ასევე, გადადება საეჭვოდ დაემთხვა.

„ნაცმოძრაობის“ წევრების განცხადებით, პარტია ორად არის გაყოფილი და დღეს უკვე მოლაპარაკების არანაირი რესურსი აღარ არსებობს.

მელიას თქმით, ის ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებს და ფრაქციას, ისევე როგორც პარტიას, სერგო რატიანი და მისი თანამოაზრეები დატოვებენ.

ნიკა მელიას განცხადებებს მეორე მხარე არ ადასტურებს. მათი განცხადებით, როგორ მოხდება ფრაქციული გადანაწილება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაში20 იანვარს სერგო რატიანის ქმედებებს პასუხი გაეცემა -“ენმ”-ს აჭარის ორგანიზაცია
შემდეგი სტატიასაქართველოში ისრაელის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო