“ბავშვებს ძალით ხდიდნენ საცვალს” – მშობლები ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში ანალიზის პროცედურის ხარვეზზე საუბრობენ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 17, 2018 13:00

“ბავშვებს ძალით ხდიდნენ საცვალს” – მშობლები ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში ანალიზის პროცედურის ხარვეზზე საუბრობენ

ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღის მშობელი ბაღის ადმინისტრაციასა და მედპერსონალს ბავშვთა უფლებების შელახვასა და ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც ბაღის მშობელი ინგა დავითაძე აცხადებს, ბავშვებს პარაზიტებზე ანალიზები აუღეს, რა დროსაც არ იყო დაცული ჰიგიენური პირობები.

ამასთან, მისივე თქმით, ანალიზების აღების დროს ოთახში ბავშვები ერთდროულად შეიყვანეს, რის გამოც ისინი შეშინებული იყვნენ.

ინგა დავითაძემ ბაღში სამართალდამცველები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები გამოიძახა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მშობლის ბრალდებებს არ იზიარებს ბაღის ადმინისტრაცია. ბაღის გამგის, მაია ხუხნაიშვილის განცხადებით, ბავშვებზე ძალადობას ადგილი არ ჰქონდა.

მისივე თქმით, ანალოგიური გამოკვლევები წელიწადში ერთხელ ტარდება და პრეტენზია არავის ჰქონია.

პედაგოგები ადასტურებენ, რომ ანალიზების აღება ჯგუფურად მიმდინარეობდა, გოგონებსა და ვაჟებში ცალ-ცალკე. შემთხვევას სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 17, 2018 13:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics