“ბავშვებმა სკოლიდანვე უნდა დაიწყონ ფიქრი, რომ საკუთარი ბიზნესი ჰქონდეთ”

პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ისაუბრა დამწყები ბიზნესისთვის ხელშეწყობაზე.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ისინი შეუწყობენ ხელს სკოლის ასაკიდანვე ბავშმა დაიწყოს ფიქრი, რომ ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი.

„მთლიანად მეწარმეობის სულისკვეთების განვითარება, იმ სულისკვეთების, რომ დაწყებითი სკოლიდანვე ბავშვებმა დაიწყონ ფიქრი იმაზე, და შეეგუონ იმ აზრს, რომ ადამიანი შესაძლებელია არ გახდეს დაქირავებული თანამშრომელი, გაცილებით უკეთესია, რომ მათი აზროვნების სტილი აეწყოს იმაზე, რომ მათ ქონდეთ საკუთარი ბიზნესის, ისინი გახდნენ მეწარმეები, ბიზნესის მფლობელები, და არა დაქირავებული ადამინები. ჩვენ ბავშვობიდანვე შევუწყობთ და განათლების სისტემაში დავიწყებთ ამ პროექტს და რამდენიმე თვეში დაგპატიჟებთ პროექტის გახსნის ცერემონიაზე და დაიწყება ეს დაფინანსების მექანიზმები,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ინტერნეტკაზინოების საკითხს საფუძვლიანად შევისწავლი
შემდეგი სტატია“თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას,” – კვირიკაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ