ბავშვებისა და ოჯახების დალოცვის მიზნით მომავალ შაბათს პარაკლისი აღევლინება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს მოწამეების, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღე მიულოცა.

”დავით და კონსტანტინე ცნობილი წმინდანები არიან. მათ განიცადეს მოწამეობრივი სიკვდილი და კომუნისტების დროს მეორე წამება იყო მათი. მაგრამ წყალობა თვთისა არ მოკლებია ამ წმინდანებს და საქართველოს”, – განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

უწმინდესმა ასევე მრევლს შეახსენა, რომ მომავალ შაბათს ბავშვებისა და ოჯახების დალოცვის მიზნით პარაკლისი აღევლინება.

banner
წინა სტატიაშისოფელ ზემო ალვანში კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიარუსთაველზე ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ლიდერები იკრიბებიან