ის ბავშვები და უფროსი ასაკის მოქალაქეები, რომლებმაც ზოგადი განათლება ვერ მიიღეს, სკოლაში დაბრუნებას შეძლებენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროგრამის – „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“, პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, დაეხმაროს მიიღოს სავალდებულო ზოგადი განათლება (9 კლასის ატესტატი).

განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც სკოლებში არ დადიან;

შესაძლებელი გახდება იმ მოსწავლეების დროული აღმოჩენა და პრევენცია, რომლებმაც ოჯახური თუ, სხვა პირობების გამო, შეიძლება ვერ დაამთავრონ სავალდებულო 9 კლასი;

ამოქმედდება სასწავლო პროგრამები მიუსაფარი ბავშვებისთვის;

სავალდებულო 9 კლასის არმქონე პირებისთვის შემუშავდება ზოგადი განათლების ისეთი პროგრამები, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების წინაპირობა გახდება.

სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლიდან პროექტით უკვე 80-მდე ადამიანმა ისარგებლა. მათ შორის არიან მოზარდები, რომლებმაც სწავლის გაგრძელება მძიმე სოციალური პირობების გამო ვეღარ მოახერხეს.

banner
წინა სტატიაში(Video) მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამდე პარტიის თავჯდომარის პოსტი იქნება ვაკანტური-ბოტკოველი
შემდეგი სტატიასანტა-კლაუსის ფორმით სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებისთვის 25 წლის კაცი დააკავეს