„ბატონი დოლის განცხადებამ, ძალიან დააზიანა პროცესი,“ – ზურაბ აბაშიძე ვიზალიბერალიზაციის შესახებ

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

„ბატონი დოლის განცხადებამ, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნაციონალურ მოძრაობასთან, ძალიან დააზიანა პროცესი,“ – თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჟოზეფ დოლის მეირ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

აბაშიძის თქმით, ამ შინაარსის განცხადებები რუსულ ინტერესებს უკავშირდება.

„მე მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ამ ვითარებიდან გამოვიდეს და ერთიანობის ფორმატი დააფიქსიროს. ასეთი განცხადებები უკავშირდება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსულ ინტერესებს და იმ პოლიტიკური პარტიების ინტერესებს, რომლებიც ამაზე აგებენ თავიანთ კამპანიას, რომ ვიზების ლიბერალიზაცია არ მოხდება,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო 99 პროცენტიანი ალბათობით, ზაფხულიდან, საქართველოს მოსახლეობას ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ.

შეგახსენებთ, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასრულებული არ არის და საბოლოო გადაწყვეტილებამდე საქართველოს გარკვეული გზა აქვს გასავლელი. მისი აზრით, მოსახლეობას არ უნდა მიეცეს ისეთი იმედი, რომელიც დროის გასვლის შემდეგ იმედგაცრუებით დასრულდება.

 

banner
წინა სტატიაში‘’თავისუფალი დემოკრატები’’ ახალციხეში დევნილებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიათსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის 7 წევრი მეორე დღეა შიმშილობს