ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმა იგეგმება

ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმის ინიციატივით ბათუმის საკრებულოს ნუგზარ ჩხაიძემ მიმართა.

ბათუმის მოქმედი საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარის ნინო ბერაძის განმარტებით, კომისიაში ამ საკითხზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ბათუმში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი უნდა დაიდგას, თუმცა შესაბამისი განკარგულება ჯერ არ მოუმზადებიათ. ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს.

ინიციატორი მიიჩნევს, რომ ძეგლი მემედ აბაშიძის, ზვიად გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში უნდა დაიდგას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ღონღაძის მეუღლემ პოროშენკო ადამიანების გატაცებაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა