ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

ბათუმში, სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევა წელს პირველად დაფიქსირდა. მისი ტერიტორიიდან გატანა ”სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.
არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, 2017 წელს ზღვიდან მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის 98 შემთხვევა დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
შემდეგი სტატიარუსთავის ბაზარი ყოფილ მფლობელს ემოციურად ემშვიდობება