ბათუმში საკუთარ სახლში 25 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ბათუმში 25წლამდე გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დილით მოხდა. როგორც ”თაიმერისთვის” გახდა ცნობილი მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა დაახლორბით 15:00საათზე გამოიძახეს. სახლში შესულ მაშველებს კი   ახალგაზრდის ცხედარი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ თემურ ღვინჯილია აირჩიეს
შემდეგი სტატიაგამოთავისუფლება იქნება ადმინისტრაციულ რესურსში – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე