ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. საკონსტირუციო სასამართლოში მისული გამომძიებლის ბექა კვიციანის თქმით, გამოიკითხება მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარე. მისივე განცხადებით, გამოძიების საბოლოო შედეგებს პროკურატურა მოგვიანებით გაავრცელებს.

გამოკითხვა უკავშირდება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ეხებოდა. პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში გამოკითხვა მასსა და მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძის შორის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. ამასთან, მთავარ პროკურატურაში უკვე გამოკითხეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. პროკურატურის შუალედური ინფორმაციის მიხედვით, არც ერთ მათგანს ზეწოლის ფაქტი არ დაუდაუსტურებია.

banner
წინა სტატიაშილონდონში მომხდარი თავდასხმის გამო სომალალი ნორვეგიელი დააკავეს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს