ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა მიმდინარეობს

ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა 12:00 საათზე დაიწყო. ბათუმის უნივერსიტეტში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვა პირველად ესწრება.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.

კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო და მისი წარდგენა სულ 11 ქალაქშია დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ რამიშვილი : გამოძიების მხრიდან დეკანოზ მამალაძისთვის იყო შეთავაზება, რომ ემხილებინა სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს