ბათუმში რამდენიმე ამომრჩეველმა ხელზე მარკირების კვალი მანდარინის ჭამით ახსნა

DIGITAL CAMERA

ბათუმში 63-ე საარჩევნო უბანზე რამდენიმე ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო, ვინაიდან, მათ ხელზე შესაბამისმა აპარატმა მარკირების კვალი დააფიქსირა.

მოქალაქეებმა უბანზე დაუშვებლობა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ მარკირების მსგავსი კვალი მანდარინის გაფცქვნისა და მისი მირთმევის შემდეგ დარჩათ.

ბათუმის 63-ე საარჩევნო უბანზე უკვე გავლილი მარკირების კვალი ცხრა ამომრჩეველს აღმოაჩნდა.

მანდარინის გაფცქვნის შემდეგ კვალის შესაძლო დარჩენა არც კომისიის წევრებმა გამორიცხეს, თუმცა, აღნიშნულ ცხრა მოქალაქეს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მაინც არ მიეცათ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილმა ვიდეოხიდის მეშვეობით რეგიონების პოლიციის ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი გამართა
შემდეგი სტატია“რუსთავში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ჯგუფები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე ზეწოლას ახორციელებენ”