ბათუმში პოლიციელი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, მოქალაქე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა და იმუქრებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.

პოლიციელებმა მოქალაქეს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს და მისი განიარაღება სცადეს. იგი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და უბნის ინსპექტორ გია ბერიძეს ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ვ.მ. პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიწვერებიანი ქალი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა