ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდი“ თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის

თურქული მედიის ინფორმაციით, ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდი“ თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის.თურქული პრესა იუწყება, რომ გარდაცვლილთა შორის სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეებიც არიან.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდა. თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება-განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. ამჟამად კი, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

 

banner
წინა სტატიაშიზაზა სოფრომაძე: ბათუმში მომხდარი ხანძრის გამო 21 ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტლაიზაცია
შემდეგი სტატიაპრემიერ მინისტრმა სასტუმრო უკომენტაროდ დატოვა