ბათუმში კლუბში სამი ადამიანი დაჭრეს

შემთხვევა გვიან ღამით ანბანის კოშკის მიმდებარე კლუბში მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, მამაკაცები გადატეხილი ბოთლით არიან დაჭრილები.
ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, მათ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან  მენჯ-ბარძაყის არეში დაჭრილი ერთი მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნობია ორი დაჭრილი მამაკაცის ადგილმდებარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სამი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც განზრახ მძიმე დაზიანებებს გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა
შემდეგი სტატიანარმანია კარლო ლეკვეიშვილის თბილისის მერის მოადგილედ შესაძლო დანიშვნაზე ინფორმაციას არ ადასტურებს