ბათუმში, ყოფილი ხის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახები შეიჭრნენ

ბათუმში, ყოფილი ხის გადამამუშავებელი ქარხნის მიტოვებულ შენობაში, დღეს დილიდან სოციალურად დაუცველი, უსახლკარო, მრავალშვილიანი 25 ოჯახი შეიჭრა და შენობა დაიკავა.

ისინი აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები არიან, ცხოვრობდნენ ქირით და თანხის გადახდას ვეღარ ახერხებენ.

ყოფილი ხის გადამამუშავებელი ქარხანა საქართველოს ეკონომიკის ბალანსზე რეგისტრირებული ქონებაა. ტერიტორიაზე ამ დრომდე სამინისტროს წარმომადგენლები ან სამართალდამცავები არ მოსულან.

შეჭრილი ოჯახები მთავობისაგან საცხოვრებელი ფართების მიღებას ითხოვენ და შენობის დატოვებას არ აპირებენ მანამ, სანამ მათ ხელისუფლება ალტერნატიულ ფართებს არ შესთავაზებს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის 7 მილიონიან გრანტს ხელი მოეწერა
შემდეგი სტატიაელისო კილაძემ კალაშოვის ნათესავის “ბიზნესი” გაასაჯაროვა