ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა. როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, დედას შვილი ქუჩაზე გადაჰყავდა, რა დროსაც ბავშვზე ხელი გაეშვა და მცირეწლოვანი მოულოდნელად მოძრავ მანქანას შეუვარდა.

მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია. ბავშვი მშობლებმა კლინიკა „ინტერმედიკაში” გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, მცირეწლოვანი კონტაქტურია და მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი – ლარი აუცილებლად დასტაბილურდება
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე მთავრობასა და პარლამენტში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს