ბათუმში აფეთქების დროს დაშავებული გარდაიცვალა

ბათუმში თხევადი გაზის სადგურზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული გარდაიცვალა.

როგორც პირველ არხს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა, დაშავებული გუშინ მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

“დაშავებულს სხეულის 90%-იანი დამწვრობა ჰქონდა. გუშინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში გადაიყვანეს. სამწუხაროდ დღეს დილით გარდაიცვალა”, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

როგორც პირველ არხს დამწვრობის ცენტრში განუცხადეს დამწვრობა იყო სიცოცხლესთან შეუსაბამო და ამიტომაც ვერ მოხერხდა პაციენტის გადარჩენა.

“18 აგვისტოს შემოიყვანეს სტაციონარში. დღეს დილით 8:30 წუთზე პაციენტი გარდაიცვალა. იყო უნივერსალური დამწვრობა, სიცოცხლესთან შეუსაბამო”, – განაცხადეს დამწვრობის ცენტრში.

რამდენიმე დღის წინ თხევადი გაზის სადგურზე აფეთქება მოხდა. დაინგრა ორი საცხოვრებელი სახლი, ორი კი ნაწილობრივ დამწვარია. მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ესპანეთს ტერაქტის გამოძიებაში დახმარებას ჰპირდება
შემდეგი სტატიაისლანდიაში დაღუპულ ნიკა ბეგაძეს საქართველოში ერთ კვირაში გადმოასვენებენ