ბათუმში 58-ე უბნის მონაცემებს თავიდან დაითვლიან

ბათუმის #79-ე ოლქს გადაწყვეტილებით, 58-ე უბნის მონაცემებს თავიდან დაითვლიან. მიზეზი შემაჯამებელი ოქმია, რომელიც გადასწორებულია და თან არ ახლავს ჩასწორების აქტი. მონაცემების დათვლა თავიდან “სამართლიანმა არჩევნებმა” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოითხოვეს. ისინი აღნიშნულს დარღვევად აფასებენ. მონაცემების თავიდან გადათვლის შემდეგ კი საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, გააუქმოს თუ არა ამ უბნის შედეგები და დააკისროს თუ პასუხისმგებლობა თავმჯდომარეს.

საჩივრის ავტორები შედეგების ბათილობას ითხოვდნენ ბათუმის პირველი უბნის შემთხვევაშიც, თუმცა საოლქო კომისიამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და #1 უბნის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს გაფრთხილება მისცა. ამ უბანზე ხმაურის გამო პოლიცია ორჯერ იყო გამოძახებული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბუსერიძის საარჩევნო შტაბი გიორგი ონიანის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაირაკლი აბუსერიძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო