ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია –„საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა

ბათუმში მე–13 საერთაშორისო კონფერენცია –„საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახლემწიფო მინიტრმა დავით ბაქრაძემ და გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის თავმჯდომარემ რატისლავ კაჩერმა გახსნეს.

ბათუმში იმყოფება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთნა გიროგი კვირიკაშვილთან, საქართელოს პრეზიდენტთან და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან.
კონფერენციაზე განიხილება ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ადვოკატთა ასოციაციის აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს