ბათუმში 12 წლის მოსწავლე დაჭრეს

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მე-6 ა კლასის მოსწავლე დანით დაჭრეს – ამის შესახებ “თაიმერს” ექსკლუზიურად ადგილიდან აცნობეს. 12 წლის მოსწავლე რუსულ სექტორზე სწავლობდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია უტარდება. ჯერჯერობით, მომხდარზე სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც უწყებაში ” თაიმერს” განუცხადეს დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მსჯავრდებულ გ.გ-ს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილმა მინისტრის რანგში პირველი თათბირი ჩაატარა