ბათუმის მიმართულებით თბილისიდან და ნატახტარიდან ახალი შიდა ავიარეისები შესრულდება

ვინ არის შალვა ჩიგირინსკი და რატომ ფიგურირებს საქმეში ივანიშვილის გვარი

24 ივნისიდან ახალი შიდა ავიარეისები ბათუმის მიმართულებით თბილისიდან და ნატახტარიდან შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთის საწყისი ფასი 50 (ერთი გზა) დოლარი იქნება, რომელსაც ყაზახური კომპანია “SKYBUS” შეასრულებს. ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით ქართული ავიაკომპანია „სერვის ეარი” იფრენს, ავიაბილეთის ფასი 80 ლარი იქნება.

ამასთან, Skybus-ი ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა რეისებს 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 50-ადგილიანი CRJ100 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით რეისები 21 ივნისიდან დაიწყო, რომელსაც ავიაკომპანია „სერვის ეარი” განახორციელებს. კომპანია ყოველ სამშაბათს, ხუთშაბთსა და კვირას 17 ადგილიანი L410 საჰაერო ხომალდით იფრენს.

banner
წინა სტატიაშილარი გაუფასურებას განაგრძობს- ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2128 ლარია
შემდეგი სტატიათბილისის მერია განცხადებას ავრცელებს